
სად აღარ დაიდო ეს ალბომი, მგონი, თითქმის ყველა მუსიკალურ ბლოგზე და ფორუმზე. ჯგუფმა უდიდეს პოპულარობას მიაღწია უკვე და ალბათ ეს არის კიდევაც საინტერესო მომენტი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ალბომია ეს პრინციპში იმიტომ, რომ ენიმალ კოლექტივის წყალობით ექსპერიმენტალური მუსიკა ნელ-ნელა მასაში გავიდა… თან ეს მოძრავი ყდა.
საერთოდაც ისიც უნდა ითქვას, რომ Merriweather Post Pavilion ჯერ არც გამოსულა და 20 იანვარს ახალ პრეზიდენტთან ერთად გამოჩნდება. ხოლო ერთი თვით ადრე მსოფლიოს მუსიკალურმა საზოგადოებამ უკვე მოასწრო ალბომის გადაღეჭვა და გადახარშვა. ყველას მოსწონს და ყველა აღფრთოვანებულია, უძლიერესი ალბომიაო და ზოგი იმასაც ამბობს საერთოდ რაც მომისმენია იმ ალბომებს შორის ყველაზე მაგარიაო. თუმცა რამდენიმე გულგატეხილ მსმენელსაც წავაწყდი, რომლებმაც თქვეს Feels-ის მერე რაც ჩაწერეს, დიდი ვერაფერიაო.
მე კი ვიტყვი, რომ Merriweather Post Pavilion უბრალოდ მაგრად ასწორებს.
Animal Collective – Merriweather Post Pavilion 2009
01. In the Flowers
02. My Girls
03. Also Frightened
04. Summertime Clothes
05. Daily Routine
06. Bluish
07. Guys Eyes
08. Taste
09. Lion in a Coma
10. No More Runnin
11. Brothersport
alldrives.ge



