“My name is Yon Yonson, I live in Wisconsin. I work in a lumberyard there. When I walk down the street, the people I meet say ‘What is your name?’ and I say: My name is Yon Yonson, I live in Wisconsin. I work in a lumberyard there. When I walk down the street, the people I meet say ‘What is your name?’ and I say …” და ასე მეორდება გაუთავებლად. ეს იონ იონსონი Jóhann Jóhannsson -ს მახსენებდა ყოველთვის, ნეტა Jóhannsson -იც ასე ესალმება ხალხს? “My name is Jóhann Jóhannsson, I live in Wisconsin. I work in a lumberyard there. When I walk down the street, the people I meet say ‘What is your name?’ and I say …”
ალბათ არა, მაგრამ მსგავსება მართლა არის, ხომ? ყოველ შემთხვევაში Jóhann Jóhannsson -ი Yon Yonson-ისაგან განსხვავებით არც ვისკონსინში ცხოვრობს და არც მეტყევეა, უბრალო ისლანდიელი მუსიკოსია, რიგით პოსტ-ყველაფერ-ნეოკლასიკ-ელექტრონიკ არტისტი, რომელიც მშვენიერ, მრავალფეროვან და საინტერესო მუსიკას წერს, და წელს ახალი ალბომიც გვაჩუქა სახელწოდებით Fordlandia. როცა ალბომის სახელი წავიკითხე და სიტყვა Ford გავიაზრე იმავე წამს Doors-ისათვის სახელის მიმცემი ინგლისელი მწერლის Aldous Huxley-ს რომანი Brave New World (ხო Iron Maiden-საც აქვს ასეთი ალბომი მაგრამ ეს უაზრო ჯგუფი არ მიყვარს ამიტომ ამ ფაქტს შევიმჩნევ და გავაგრძელებ წერას) გამახსენდა. ეს ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებია და მოქმედება ხდება მომავალში, სადაც ადამიანები არა ბუნებრივი გზით – არამედ ლაბორატორიებში იბადებიან, სადაც კაპიტალიზმმა გაიმარჯვა და ყველაფერს მოთხოვნა – მიწოდების კანონი განსაზღვრავს, სადაც ახალი ღმერთი ჰყავთ – ჰენრი ფორდი.
მოკლედ ამ წიგნის შემდეგ არის ჰენრი ფორდის სახელს რომ ვეღარ ვიტან და ფორდის ავტომობილებისადმიც არ ვარ კეთილგანწყობილი. Fordlândia კი ჰენრი ფორდის შეძენილი პლანტაციის სახელწოდება არის. უფრო სწორად მიწის ნაკვეთის, თუ 10,000 კვადრატული კილომეტრის ფართობს შეიძლება საერთოდ მიწის ნაკვეთი ეწოდოს, რომელიც 1920 წელს ჰენრი ფორდმა შეიძინა კაუჩუკის პლანტაციის გასაშენებლად. საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ საბურავების დასამზადებლად 1945 წელს ხელოვნური მასალის გამოყენება დაიწყეს და ფორდმა 20 მილიონი დოლარი იზარა Fordlândia-ს შეძენით.
Jóhann Jóhannsson-ის Fordlândia-ს ეს შესავალი თითქოს ითხოვს, რაღაც ერთიანობას დისკის მთლიან კონცეპტთან, მაგრამ ეს ასე არ არის. Jóhannsson-ის მუსიკა სულ სხვა მიმართულებით მიდის. Fordlandia პრაღაშია ჩაწერილი. ალბომში 60 კაციანი ორკესტრი უკრავს. Jóhannsson-ი ქმნის მშვიდ და მელოდიურ მუსიკას, რომელიც არანაირად არ არის გაწელილი და რბილად ეფინება ყველაფერს. კომპოზიციები როგორც წესი ერთი ინსტრუმენტის მელოდიურ ნახაზზეა აგებული სადაც სიმებიანი ორკესტრი აკეთებს ფონს, ხანდახან ცენტრალურ ადგილს ისევ ორკესტრი ან ორღანი იკავებს, როგორც ეს მეხუთე Melodia-ში, Melodia (Guidelines For A Propulsion Device Based On Heim’s Quantum Theory) ხდება, სხვათაშორის აქვე უნდა ითქვას, რომ ეს Melodia (ალბომში სულ ხუთი Melodia არის) თითქოს რაღაცნაირად ამოვარდნილია Fordlândia ერთიანი კონცეპტიდან, ამას კიდევაც ხელს უწყობს ელექტრონული ბითის სიძლიერე კომპოზიციაში, რაც სხვაგან თითქმის არ არის. გარდა წინა პლანზე გამოსული ჩასაბერი ინსტრუმენტებისა და ორღანისა The Great God Pan Is Dead-ში საერთოდ გუნდის სიმღერაა ცენტრში. ალბომში ბევრია Eno-სეული soundscapeები და გაშლილი ჟღერადობა მელოდიურობასთან ერთად. Fordlandia საკმაოდ დახვეწილი და კარგად აწყობილი ნამუშევარია, ძალიან სასიამოვნო მოსასმენი მუსიკაა და თუ ყურადღებით მოისმენთ ორჯერ უფრო სასიამოვნო გახდება.
Jóhann Jóhannsson – Fordlandia
year: 2008
label: 4AD
genre; ambient, neo classical, electronica
#01] Fordlandia
#02] Melodia (i)
#03] The Rocket Builder (Io Pan!)
#04] Melodia (ii)
#05] Fordlandia – Aerial View
#06] Melodia (iii)
#07] Chimaerica
#08] Melodia (iv)
#09] The Great God Pan Is Dead
#11] How We Left Fordlandia
#10] Melodia (Guidelines For A Propulsion Device Based On Heim’s Quantum Theory)
password:radiobicycle