
The Dodos ორი ადამიანისგან შედგება და სულ რაღაც სამი წელია რაც არსებობს. Meric Long და Logan Kroeber 2005 წლიდან უკრავენ ერთად და ეს მათი მეორე სტუდიური ალბომია. მათ მუსიკას შეიძლება უბრალოდ acoustic ან folk დაარქვა, მაგრამ ამავე დროს არც ის იქნება მცდარი, ვინმემ რომ თქვას, The Dodos Psych folk უფრო არისო, ვინაიდან ემ ამერიკული დუეტი საკმაოდ ახლოს დგას ისეთ ჯგუფებთან, როგორებიც არიან Animale Collective და Fleet Foxes.

ძალიან მისასალმებელია, რომ ჯგუფი არ ერიდება ექსპერიმენტებს და უბრალო აკუსტიკურ სიმღერებთან ერთად (“Winter”, “Park Song”, “Walking”) ალბომში ბევრი ექსპერიმენტულ-ფსიქოდელიური თრექიც გვხვდება (“The Season”, “Joe’s Waltz”).
სხვათა შორის, The Dodos-ს, მართალია ცოტა, მაგრამ შესანიშნავი ფოტოები აქვს გადაღებული და ჯგუფის საიტზე მათი ფოტოგრაფის ვინაობაც შევიტყვე და პირდაპირ აღვფრთოვანდი როცა მის ვებ-გვერდზე აღმოვჩნდი და უმშვენიერესი ფოტები ვიხილე. ELIZABETH WEINBERG – www.elizabethweinberg.com
The Dodos – Visiter 2008
1. “Walking”
2. “Red and Purple”
3. “Eyelids”
4. “Fools”
5. “Joe’s Waltz”
6. “Winter”
7. “It’s That Time Again”
8. “Paint the Rust”
9. “Park Song”
10. “Jodi”
11. “Ashley”
12. “The Season”
13. “Undeclared”
14. “God?”



