Tag Archives: female vocalists


ესe იგი ბიოგრაფია უწერია ძალიან მაგრად რა…1983 წელს, აი Kraftwerk-მა რომ Tour de France და Dolly Mixture-მა Demonstration Tapes გამოუშვა, ტრელებორგში(შვედეთი) Sarah Nyberg Pergament დაიბადაოო. გაიზარდა მერე ეს ჩვენი სარა, Action Biker დაირქვა და მუსიკალურ სამყაროში შემოჰყო თავი. ხოდა აი წელს მაგარი electronic (შეიძლება ითქვას femaletronic) ალბომიც გვთხლიშა…ანუ 2008 წლის 12 აგვისტოს, აი ჯორჯიაში რომ ყურტიგეჰჯიდები წესტრუგილიოკლენებარტში არტუილებული ბრიგჯკეტებუიდი, აი მაშინ გამოვიდა ეს ალბომი…

Action Biker – Hesperian Puisto 2008

1. Intro
2. Love For Sure
3. By Myself
4. Tavaststjärnegatan
5. Refridgerator
6. La Durée
7. Hesperian Puisto
8. A Tiger In My Garden
9. I Look Out For You
10. Dance To Keep From Crying
11. ICA Lappis
12. Too Much Distance
13. Frosty Snow Winter
14. A Fight

link.ge


Heidi Happy ეს არის შვეიცარიელი სინგერ-სონგვრაითერი Priska Zemp, რომელიც ლუცერნში ცხოვრობს. სამიოდე კვირის წინ გამოვიდა მისი ახალი ალბომი Flowers Birds and Home. სამწუხაროდ, ჯერ არ მომისმენია მისი სადებიუტო ალბომი back together, რომელიც 2007 წელს გამოუშვა ლუცერნის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, აქედან გამომდინარე არ ვიცი განიცადა თუ არა პროგრესი ძვირფასმა ჰაიდიმ, მაგრამ Flowers Birds and Home ჩამოყალიბებული, უმაღლესი ოსტატობით შექმნილი ალბომია, დახვეწილი საუნდით, გემოვნებიანი არანჟირებით (ჩელოთი, კლავიშით, ზარებით და ვიოლინოთი დაწყებული კონტრაბასით დამთავრებული). რაც მთავარია ეს რაღაც ახალი საუნდია და სხვა ყველა ქალი სინგერ-სონგვრაითერული ალბომებისგან განსხვავდება.
ალბომი somastudio-ში თუ somarecords-ში, მოკლედ ძალიან მაგარ სტუდიაში ჩაიწერა, სადაც ჭეშმარიტი პროფესიონალები მუშაობენ. შესაბამისად ამ ალბომს არც მასტერინგი აკლია, არც დაბალანსება და ამას თუ დავუმატებთ მშვენიერ ვოკალს და ლამაზ ტექსტებს, წლის ბოლოს Flowers Birds and Home-ს წლის ალბომებშიც სიამოვნებით დავასახელებდი.


2008 წლის 21 ნოემბრისთვის ყველაზე აქტუალური ანუ დროსთან შესაბამისი ჟღეარდობაა, აი თუნდაც რომ ავიღოთ “O-O-Oh”, სიმღერა რომლითაც ალბომი გვირგვინდება. ხომ უბრალო აკუსტიკური სიმღერაა, რომლის მსგავსიც შეიძლება ბევრი დაწერილა, მაგრამ დააკვირდით ინსტრუმენტების და ვოკალის ჟღერადობას, რაღაც სულ სხვანაირი ხმა აქვს ყველაფერს, მერე ბექ-ვოკალები როგორ საოცრად ადევს განსაკუთრებით ბოლოსკენ როცა უბრალო “ო…ოოო”-ს ამბობს, ეს არის უბრალოდ უმაღლესი ოსტატობა და უმაღელსი ხარისხი, ბრავო ყველას ვინც ამ ალბომზე მუშაობდა.

Heidi Happy – Flowers Birds and Home 2008

01. Hush
02. Turn
03. Fool
04. I Think I’m In Love
05. Fulltime Running
06. Instrumental One
07. Deheree
08. Spring
09. I Understand
10. Why
11. I’ve Got Something
12. Instrumental Two
13. Home
14. Take Four
15. Push The Door
16. You And Your Moods
17. Instrumental Three
18. O-O-Oh

link.ge






Myspace


www.heidihappy.ch