Tag Archives: contemporary classical

eluvium

ამ სურათზე ნიკას ხო გავს (astro kopp-ს )

ამ ბოლო დროს ჩვევად მექცა, არა ამ ბოლო დროს რატომ ადრეც ჩვევად მქონდა უბრალოდ მერე ცოტახნით მიიძინა მაგ ჩვევამ და ეხლა ისევ გაცოცხლდა. მოკლედ მუსიკას ვრთავ და ისე ვიძინებ. კაი ხანი Jóhann Jóhannsson-ის ახალი ალბომით ვიძინებდი, ხან Lind-ით. ხოდა ერთხელაც Matthew Robert Cooper-ით დავიძინე და იმ ღამეს სულ ლამაზი მელოდიები მესიზმრებოდა.

Matthew Robert Cooper უფრო ცნობილი როგორც Eluvium, არის ამერიკელი მუსიკოსი რომელიც ამჟამად პორტლენდში ცხოვრობს. ცხოვრობს და აკეთებს მუსიკას.

ალბათ მიხვდით უკვე ambient, shoegaze, electronic, minimalist ტიპთან გვაქვს საქმეს, რომელიც მშვენიერ ლამაზ-ლამაზ მელოდიებს აკეთებს და აქვეყნებს ალბომების ფორმაში.

Eluvium-ის მუსიკა დიდი და ფართო პეიზაჟებით არის სავსე, ორკესტრიანი, დახვეწილი არანჟირებით. 2008 წელს კი 9 ლამაზი მინიატურა გააკეთა Matthew-მ და უკვე არა Eluvium დააწერა დისკს არამედ Matthew Robert Cooper, რადგან ეს ალბომი მართლაც შორს არის Eluvium-ის საუნდისგან.

k3rr4h

Matthew Robert Cooper – Minatures

year: 2008

label: gaarden records

genre: ambient, neo classical, minimalist,

#01] Miniature 1
#02] Miniature 2
#03] Miniature 3
#04] Miniature 4
#05] Miniature 5
#06] Miniature 6
#07] Miniature 7
#08] Miniature 8
#09] Miniature 9

DOWNLOAD

WebPage

MySpace

from radiobicycle

“My name is Yon Yonson, I live in Wisconsin. I work in a lumberyard there. When I walk down the street, the people I meet say ‘What is your name?’ and I say: My name is Yon Yonson, I live in Wisconsin. I work in a lumberyard there. When I walk down the street, the people I meet say ‘What is your name?’ and I say …” და ასე მეორდება გაუთავებლად. ეს იონ იონსონი Jóhann Jóhannsson -ს მახსენებდა ყოველთვის, ნეტა Jóhannsson -იც ასე ესალმება ხალხს? “My name is Jóhann Jóhannsson, I live in Wisconsin. I work in a lumberyard there. When I walk down the street, the people I meet say ‘What is your name?’ and I say …”

press1

ალბათ არა, მაგრამ მსგავსება მართლა არის, ხომ? ყოველ შემთხვევაში Jóhann Jóhannsson -ი Yon Yonson-ისაგან განსხვავებით არც ვისკონსინში ცხოვრობს და არც მეტყევეა, უბრალო ისლანდიელი მუსიკოსია, რიგით პოსტ-ყველაფერ-ნეოკლასიკ-ელექტრონიკ არტისტი, რომელიც მშვენიერ, მრავალფეროვან და საინტერესო მუსიკას წერს, და წელს ახალი ალბომიც გვაჩუქა სახელწოდებით Fordlandia. როცა ალბომის სახელი წავიკითხე და სიტყვა Ford გავიაზრე იმავე წამს Doors-ისათვის სახელის მიმცემი ინგლისელი მწერლის Aldous Huxley-ს რომანი Brave New World (ხო Iron Maiden-საც აქვს ასეთი ალბომი მაგრამ ეს უაზრო ჯგუფი არ მიყვარს ამიტომ ამ ფაქტს შევიმჩნევ და გავაგრძელებ წერას) გამახსენდა. ეს ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებია და მოქმედება ხდება მომავალში, სადაც ადამიანები არა ბუნებრივი გზით – არამედ ლაბორატორიებში იბადებიან, სადაც კაპიტალიზმმა გაიმარჯვა და ყველაფერს მოთხოვნა – მიწოდების კანონი განსაზღვრავს, სადაც ახალი ღმერთი ჰყავთ – ჰენრი ფორდი.

მოკლედ ამ წიგნის შემდეგ არის ჰენრი ფორდის სახელს რომ ვეღარ ვიტან და ფორდის ავტომობილებისადმიც არ ვარ კეთილგანწყობილი. Fordlândia კი ჰენრი ფორდის შეძენილი პლანტაციის სახელწოდება არის. უფრო სწორად მიწის ნაკვეთის, თუ 10,000 კვადრატული კილომეტრის ფართობს შეიძლება საერთოდ მიწის ნაკვეთი ეწოდოს, რომელიც 1920 წელს ჰენრი ფორდმა შეიძინა კაუჩუკის პლანტაციის გასაშენებლად. საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ საბურავების დასამზადებლად 1945 წელს ხელოვნური მასალის გამოყენება დაიწყეს და ფორდმა 20 მილიონი დოლარი იზარა Fordlândia-ს შეძენით.

johann_johannson

Jóhann Jóhannsson-ის Fordlândia-ს ეს შესავალი თითქოს ითხოვს, რაღაც ერთიანობას დისკის მთლიან კონცეპტთან, მაგრამ ეს ასე არ არის. Jóhannsson-ის მუსიკა სულ სხვა მიმართულებით მიდის. Fordlandia პრაღაშია ჩაწერილი. ალბომში 60 კაციანი ორკესტრი უკრავს. Jóhannsson-ი ქმნის მშვიდ და მელოდიურ მუსიკას, რომელიც არანაირად არ არის გაწელილი და რბილად ეფინება ყველაფერს. კომპოზიციები როგორც წესი ერთი ინსტრუმენტის მელოდიურ ნახაზზეა აგებული სადაც სიმებიანი ორკესტრი აკეთებს ფონს, ხანდახან ცენტრალურ ადგილს ისევ ორკესტრი ან ორღანი იკავებს, როგორც ეს მეხუთე Melodia-ში, Melodia (Guidelines For A Propulsion Device Based On Heim’s Quantum Theory) ხდება, სხვათაშორის აქვე უნდა ითქვას, რომ ეს Melodia (ალბომში სულ ხუთი Melodia არის) თითქოს რაღაცნაირად ამოვარდნილია Fordlândia ერთიანი კონცეპტიდან, ამას კიდევაც ხელს უწყობს ელექტრონული ბითის სიძლიერე კომპოზიციაში, რაც სხვაგან თითქმის არ არის. გარდა წინა პლანზე გამოსული ჩასაბერი ინსტრუმენტებისა და ორღანისა The Great God Pan Is Dead-ში საერთოდ გუნდის სიმღერაა ცენტრში. ალბომში ბევრია Eno-სეული soundscapeები და გაშლილი ჟღერადობა მელოდიურობასთან ერთად. Fordlandia საკმაოდ დახვეწილი და კარგად აწყობილი ნამუშევარია, ძალიან სასიამოვნო მოსასმენი მუსიკაა და თუ ყურადღებით მოისმენთ ორჯერ უფრო სასიამოვნო გახდება.

cover

Jóhann Jóhannsson – Fordlandia

year: 2008

label: 4AD

genre; ambient, neo classical, electronica

#01] Fordlandia
#02] Melodia (i)
#03] The Rocket Builder (Io Pan!)
#04] Melodia (ii)
#05] Fordlandia – Aerial View
#06] Melodia (iii)
#07] Chimaerica
#08] Melodia (iv)
#09] The Great God Pan Is Dead
#11] How We Left Fordlandia
#10] Melodia (Guidelines For A Propulsion Device Based On Heim’s Quantum Theory)

DOWNLOAD

password:radiobicycle

MySpace

WebPage

creature in a funny sweater

ჩემი დღე იწყება იმით, რომ მე გაღვიძება არ მინდა და საწოლის დატოვება საშინლად მეზარება. წინ კიდევ ერთი დღე როცა გაქვს ყველაფერი ზედმეტად რთულად გეჩვენება. ბოლოს და ბოლოს გადავაგდებ ხოლმე ჯერ ისევ მძინარე საბანს და ვიწყებ ჩემს დღეს, ნელ – ნელა ზანტად. დღის დაწყებისას მთავარია რაღაც გაიკეთო იმისთვის, რომ დღე ცოტა აზრიანად დამთავრდეს, ანუ თუ წინა დღით არ გაქვს რამე გამზადებული დილით უნდა გაიმზადო რამე საღამოსთვის და ამიტომ ჩაის ჭიქით ხელში ვრთავ ჩემს მომაკვდავ კომპიუტერს და ვათვალიერებ ნაცნობ მუსიკალურ ბლოგებს და სხვადასხვა გვერდებს, საიდანაც ვიწერ მუსიკას რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, რომ 5 ან მეტი გადმოწერილი ალბომიდან საღამოს სახლში დაბრუნებულმა ერთი მაინც ვიპოვო კარგი. ამ ადგილას გავჩერდები და ცოტას ვიბუზღუნებ თანამედროვე ბენდების ერთფეროვნების შესახებ

აი ზუსტადაც რომ 5 ალბომს ვპოულობ (ვპოულობ არა ვიწერ, თორე ყველა რომ გადმოვწერო რასაც გადავაწყდები სახლში რემონტის გაკეთება დამჭირდება) დღეში, 10 შემსრულებელს და ამ ზღვა მუსიკას ვუსმენ ყოველ საღამოს, ჩემს ფოლდერებში რა ხდება მე თვითონ აღარ ვიცი, სრული არეულობა და ქაოსია, გადმოწერილის გადალაგებასაც ვერ ვასწრებ, two creatures and a catმაგრამ რომ მკითხონ საყვარელი ბენდი რომელი გყავსო ალბათ ისევ სამ ოთხ სახელს დავაბრახუნებ რომელიც ყველამ კარგად იცის (ყველამ თუ არა მუსიკის მსმენელთა უმეტესობამ) და ვერაფრით ვერ გავიხსენებ იმ 10 შემსრულებლის სახელს, რომლებიც წინა დილას აღმოვაჩინე და რომელთა ალბომებსაც წინა საღამოს ვუსმენდი. ხშირად ერთმანეთისგან გარჩევა მიჭირს ამ ჯგუფების იმდენად ერთნაირები და ერთფეროვნები არიან. ეს ყველაფერი საბოლოოდ ძალზედ დამღლელი ხდება. myspace მუსიკოსების რაოდენობა დღეს იმდენად დიდია, ისე დაიხვეწა მუსიკის კეთების კულტურა დღევანდელ სამყაროში, ისეთი ადვილი გახდა კარგი, ხარისხიანი მუსიკის გაკეთება, რომ ეს ყველაფერი რაღაც კონვეერს ემსგავსება და შიზოფრენიულად გადარბის ხოლმე თვალწინ ათასობით კადრი მუსიკოსების სახელებით, სიმღერებით, ალბომებით, დისკების გაფორმებით. ყველა კარგია, ყველა საინტერესოა, ყველა ინდია, ყველა კონცეპტუალურია და მოკლედ ყველა თავისას ატრაკებს და ღირს მისი მოსმენა, მაგრამ ბოლოს მაინც ნერვები მომეშლება ხოლმე და თითქოს თავდაცვის მიზნით რაღაც ძველს და ნაცნობს ჩავრთავ. ამ მუსიკოსების შიზოფრენიული სირბილის ფონზე იშვიათად თუ გამოჩნდება სახელი, რომელიც ცოტა მეტ ყურადღებას იმსახურებს და რომლის მუსიკაც ცოტა შინაარსიანია.

და არა მარტო მუსიკაა ერთფეროვანი, თბილისში დღეც ბუნებრივია ერთფეროვანია და სახლში რომ ვბრუნდები კომპიუტერთან ისევ ის გაყავისფრებული ჩაის ჭიქა მხვდება, დილით, რომ დავტოვე მაგიდაზე და შიგნით ცივი ჩაი, რომ არის შემორჩენილი. მეც ახალი ჭიქით ახალი ჩაი შემომაქვს ოთახში და დილით ნაპოვნი მუსიკის დათვალიერებას ვიწყებ,lind profile იმ იმედით, რომ ჩემს საღამოს აზრს მისცემს რომელიმე ალბომი და რომელიმე მუსიკოსი. ერთ საღამოსაც ისლანდიელი Mikael Lind – ი ვიპოვე დილით გადმოწერილ მუსიკაში და მოვისმინე. მოვისმინე მისი 2009 წლის ალბომი ერთხელ, ორჯერ, შემდეგ დავინტერესდი ვინაა ეს Mikael Lind, შემდეგ იქნებ რამე სხვაც ვიპოვო და გადმოვწერო მეთქი, ვიფიქრე, შემდეგ იქნებ ვიდეოებსაც ვუყურო მეთქი – გამიელვა აზრმა და ბოლოს მოვიდა აზრი – მე რომ ვუსმენ ხო კაი და იქნებ სხვებსაც მოვასმენინო და რადიოველოსიპედზე ავაჭრიალო Lind-ის მუსიკა.

დავიწყოთ იმით თუ ვინ არის ეს Lind. როგორც უკვე ვთქვი ისლანდიელია (თუმცა ზოგან წერია რომ შვედია და ზოგან რომ ისლანდიელია და ზუსტად არ ვიცი, შემიძლია ვივარაუდო რომ დედა ჰყავდა შვედი მამა კი ისლანდიელი ან პირიქით შვედი ისლანდიელი და დედა მამა ჰყავდა), მამრობითი სქესისაა და მუსიკოსია. მმმმმმ მმმმმეტი მგონი არაფერი ვიცი მასზე. მინდოდა მიმეწერა სპეისზე, ძალიან მომწონს შენი მუსიკა – იქნებ რამე მითხრა მეთქი შენს შესახებ, მაგრამ დიდი მადლობა ქართულ ინტერნეტს არაფერი გამოვიდა. ასე რომ შევეცდები დამოუკიდებლად ვიბოდიალო მის შესახებ. ბიოგრაფიული ცნობების შეთხზას არ დავიწყებ და მუსიკაზე გადავერთვები. ახლა უკვე Mikael Lind – ის მესამე ალბომს ვუსმენ და ძალიან მომწონს მისი საუნდი. ეს არის ელექტრონულ-აკუსტიკურ-ნეოკლასიკური ჟღერადობა, ლამაზი toy მელოდიებით და კარგი გლიჩებით ძალიან მაღალ და ძალიან დაბალ სიხშირეებში. 2009 წლის Islandsmusik-ში ორკესტრის არანჟირებაცაა გამოყენებული და უფრო დიდი აქცენტია გაკეთებული კლასიკურ მუსიკაზე ვიდრე სხვა ალბომებში. Lind-ი კარგად ახერხებს არ გადატვირთოს თავისი მუსიკა ზედმეტად ძლიერი რითმებით, გლიჩებით, ელექტრონული ეფექტებით და ცდილობს მინიმალურად გართულებული მუსიკისაგან რაც შეიძლება მეტი მიიღოს. lindეს კარგად გამოსდის – მუსიკა სწორ, ზუსტ განწყობას იჭერს, გააზრებული და მიზანმიმართულია და სასიამოვნო მოსასმენი ხდება. მაინც და მაინც განსაკუთრებულ ორიგნიალობას ვერ დავაბრალებ Lind-ს, მაგრამ ფაქტია,რომ ელექტრონულ-ემბიენთ-Fოლკტრონიკ-ნეოკლასიკ ტენდენციებში ის კარგად ზის და ახერხებს აკეთოს მარტივი კარგად მოსმენადი თანამედროვე მუსიკა. 2004 წლის after summer comes fall თავიდან ბოლომდე idm ექსპერიმენტია და როგორც თვითონ ლინდი ამბობს უნდოდა ცივი ელექტრონული ჟღერადობა გაეთბო, რამდენად გამოუვიდა ეს სხვა საკითხია, მგონი ბოლომდეც ვერ მოახერხა ელექტრონიკის გათბობა და სხვა შემსრულებლები ამას უკეთესად აკეთებენ. Islandsmusik (რომელიც ალბთ მიხვდით მომავალი წლის იანვარში გამოდის) სულ ახალ, განსხვავებულ საუნდს ატარებს და უფრო ახლოსაა იმასთან რისი გაკეთებაც ლინდს უყვარს, ხელოვნური ექსპერიმენტებისათვის თავის დანებება და მუსიკის საკუთარი სურვილების, ინტერესების მიხედვით კეთება ყოველთვის უკეთეს შედეგს იძლევა მგონი და ძალიან ლამაზი ალბომი მივიღეთ.

lind and ball

ხომ დისკი 2009 წელს გამოდის და გეტყოდით ეს გადაწერეთ მოისმინეთ მერე წაშალეთ და წადით CD იყიდეთ მეთქი, მაგრამ ისა….. ხო…. საქართველოვ

გამოყენებული ნახატებიც ლინდს ეკუთვნის

ეს ვიდეოები ნახეთ კაია, თან last.fm-ის სტრიმი კარგად მუშაობს ამ ბოლო დროს, ასე რომ პრობლემა არ არის, ორივე ვიეოში სხვადასხვანაირ ლინდს ნახავთ

Piano Piece
Ballonger

ვიდეოების გარდა last.fm-ზე ერთი ალბომი და ერთი EP დევს ლინდის free downloadბით და სეგიძლიათ გადმოწეროთ

Mikael Lind – After Summer Comes Fall (album free download on last.fm)

Mikael Lind – Klockslaget EP (album free download on last.fm)

ალბომის გაფორმება არ მაქვს, შეიძლებ ჯერ არც დამზადებულა საერთოდ ამიტომ ტრეკლისტით დაკმაყოფილდით

Mikael Lind – Islandsmusik

year: 2009

label: _____

genre: ambient, contemporary classical, electronica, glitch

#01] Music for Canham
#06] Í eldgömlu húsi
#07] Bokorm
#08] Spuni (improvisation)
#08] Vinterbarock
#09] An army of dancing puppets

password:radiobicycle

DOWNLOAD

MySpace

source