რომელიღაც ბლოგზე წავაწყდი, საიდანღაც ვიცოდი ამ ჯგუფზე და გადმოვწერე. ჩავრთე თუ არა პირი დავაღე, “Lonely” – აი მაგგ ტრეკს მოვუსმინე პირველად და პირდაპირ მკვლელი რამეა. მერე ალბომსაც რომ გადავხედე მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მაგარ ჯგუფთან მქონდა საქმე. კიდევ უფრო გავოცდი, როცა ერთ ღრმად პატივცემულ ბლოგზე 2008 წლის 50 საუკეთესო ალბომის სიაში პირველ ადგილზე დამხვდა. ძალიან უცნობი ჯგუფია და არც დიდი პოპულარობა აქვთ. თან როგორც ამბობენ დაიშალაო, მაგრამ, მგონი, არ დაშლილა. ეს ალბომიც რაღაც ძალიან დაბალი ტირაჟით ჩაწერეს და მაისპეისზე უწერიათ, ნუღარ გვწერთ მეილებს მეტი დისკი აღარ დარჩაო…
ისე ავსტრალიელები არიან რომ იცოდეთ. ალბომი არის უფრო პოსტ-როკი, შიგადაშიგ აკუსტიკური გიტარებით, ზარებით, სასიამოვნო კაც-ქალ ვოკალებით და კანფეტებით
:
The Middle East – The Recordings Of The Middle East 2008
01. The Darkest Side 05:07
02. Beleriand 05:01
03. Lonely 07:27
04. Blood 05:27
05. Fool’s Gold 03:14
06. Pig Food 07:10
07. The Fall of Man 05:39
08. Tsietsi 13:00

