ძალიან თბილი Fოლკი ბონ ივერის შესრულებით, რომელსაც, პირნციპში, ჯგუფს ვერც დაარქმევ, ამ სახელთან უფრო ერთი ადამიანი ასოცირდება – Justin Vernon. თუმცა, ბონ ივერი ეს არის ჯასტინი და მისი ბენდი.
ჯგუფიც და ალბომიც წელს კრიტიკის ფავორიტია და ზოგიერთი გამოცემა For Emma Forever Ago-ს წლის ალბომადაც მიიჩნევს. შეფასებებს რომ შევეშვათ, ერთი რამე ნათელია, ბონ ივერმა უაღრესად დახვეწა ბოლო წლების ამერიკული Fოლკ საუნდი (თუმცა არც მანამდე აკლდა დახვეწილობა). უცნაურია და ამავე დროს საოცარია ის, რომ არანაირი დიდი არანჟირება ალბომს არ აქვს. უბრალო აკუსტიკური გიტარა და აკუსტიკური საუნდი, რომელიც ჯასტინ ვერნონის გამაოგნებლად ლამაზი ვოკალით ივსება და პრინციპში ეს ვოკალია ზუსტად მთელი ჟღერადობა.
“Blindsided” და განსაკუთრებით “Re: Stacks” – ეს არის ორი სიმღერა, რომელშიც ყველაზე კარგად დაინახავთ ბონ ივერს.


Bon Iver – For Emma Forever Ago 2008

1.”Flume”
2.”Lump Sum”
3.”Skinny Love”
4.”The Wolves (Act I and II)”
5.”Blindsided”
6.”Creature Fear”
7.”Team”
8.”For Emma”
9.”Re: Stacks”

link.ge


Myspace



www.boniver.org

Post a Comment

*
*