Childs – როცა ასეთი სახელწოდების ჯგუფი ვნახე, ვიფიქრე აუცილებლად სკანდინავიიდან იქნებიან, მუმის მონათესავე ჟღერადობით მეთქი. ყოველთვის მეგონა, სუფთა ჰაერის, ლამაზი მთების და ტბების ‘ბრალი’ იყო, რომ ამ სკანდივანიურ ჯგუფებში სულ ბავშვური ტიპები არიან. ევროპელებსაც არ გვანან. თითქოს, იმ ზღაპრის გმირებივით, ბოლომდე გაზრდა არ უნდათ და მარადიულ ბავშვობაში რჩებიან…კარგი, სკანდინავიურ ანთროპოლოგიაზე მერე ვისაუბროთ, უფრო კომპეტენტური რომ გავხდები ამ საქმეში : D
ახლა Childs-ს მივუბრუნდეთ. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ჯგუფი შუაგულ მექსიკაში მოღვაწეობს და მისი წევრებიც, ყოველ დილით გაღვიძებისას, სულაც არ ტკბებიან Hvannadalshnukur-ის ცქერით (Hvannadalshnukur ყველაზე მაღალი მთაა ისლანდიაში. P.S. ნეტა ქართულად როგორ გამოითქმის) . მიუხედავად ამისა, მშვენიერ pure, მოპოსტროკო, Downtempo, Ambient მუსიკას აკეთებენ, რითაც ნამდვილად ენათესავენიან Mum-ს, Sigur ros-ს, four tet-ს, boards of canada-ს…
ჯგუფის სახელწოდების უკან Paúl Marrón-ის და Guillermo Bátiz-ის დუეტი დგას.

მათი მუსიკა კი, ორი სიტყვით, ასე შეიძლება დაახასიათო: ელექტრონული იავნანა. ფრიად ეფექტური განმარტებაა. მითუმეტეს, ამ გაგანია 21-ე საუკუნეში, ბავშვმა შეიძლება პროტესტიც კი გამოთქვას ტრადიციული იავნანათი დაძინებაზე. ჰოდა, ჩაურთავ Childs-ს და ერთი საათის განმავლობაში, ბავშვთან ერთად, თქვენც კარგად გაითიშებით. (უფროსებსაც ხომ უნდათ ზოგჯერ იავნანა და relaxation)

შთაგონებულნი ანიმეს ესთეტიკით (ეს ალბომის გარეკანზეც იგრძნობა), ისლანდიური ‘ელფური’ პოპით, ადრეული 90-იანების Shoegaze-ით და indie rock ჟღერადობით, Childs-მა 2006 წელს გამოსცა ალბომი “Yui”. ნამდვილად ვერ გეტყვით რას ნიშნავს ეს სახელწოდება. მითუმეტეს უცნაურია კომპოზიციათა სახელებიც.
Tracklist
1 Intro
2 Yui
3 Marysal
4 S.A.D.
5 Reki
6 Oliver
7 …
8 Post:Seele
9 Mariana
10 Ian P

S.A.D. განწყობა, რაც ალბათ სიტყვა sad-ის დაშლილი ვარიანტია, გასდევს კიდეც ლაიტმოტივად ალბომს, ამასთან, მელოდიის გაწელილი მოძრაობა და dream პასაჟები ძალდაუტანებლად გადუნებს და გძირავს ამ ტრანსცენდენტული ბგერების სამყაროში
ერთი კომენტარი
!!!
vusmen, ukve intensiurad ^^^
28 gadmowera aqvs, bravo
)