ჩემი დღე იწყება იმით, რომ მე გაღვიძება არ მინდა და საწოლის დატოვება საშინლად მეზარება. წინ კიდევ ერთი დღე როცა გაქვს ყველაფერი ზედმეტად რთულად გეჩვენება. ბოლოს და ბოლოს გადავაგდებ ხოლმე ჯერ ისევ მძინარე საბანს და ვიწყებ ჩემს დღეს, ნელ – ნელა ზანტად. დღის დაწყებისას მთავარია რაღაც გაიკეთო იმისთვის, რომ დღე ცოტა აზრიანად დამთავრდეს, ანუ თუ წინა დღით არ გაქვს რამე გამზადებული დილით უნდა გაიმზადო რამე საღამოსთვის და ამიტომ ჩაის ჭიქით ხელში ვრთავ ჩემს მომაკვდავ კომპიუტერს და ვათვალიერებ ნაცნობ მუსიკალურ ბლოგებს და სხვადასხვა გვერდებს, საიდანაც ვიწერ მუსიკას რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, რომ 5 ან მეტი გადმოწერილი ალბომიდან საღამოს სახლში დაბრუნებულმა ერთი მაინც ვიპოვო კარგი. ამ ადგილას გავჩერდები და ცოტას ვიბუზღუნებ თანამედროვე ბენდების ერთფეროვნების შესახებ
აი ზუსტადაც რომ 5 ალბომს ვპოულობ (ვპოულობ არა ვიწერ, თორე ყველა რომ გადმოვწერო რასაც გადავაწყდები სახლში რემონტის გაკეთება დამჭირდება) დღეში, 10 შემსრულებელს და ამ ზღვა მუსიკას ვუსმენ ყოველ საღამოს, ჩემს ფოლდერებში რა ხდება მე თვითონ აღარ ვიცი, სრული არეულობა და ქაოსია, გადმოწერილის გადალაგებასაც ვერ ვასწრებ,
მაგრამ რომ მკითხონ საყვარელი ბენდი რომელი გყავსო ალბათ ისევ სამ ოთხ სახელს დავაბრახუნებ რომელიც ყველამ კარგად იცის (ყველამ თუ არა მუსიკის მსმენელთა უმეტესობამ) და ვერაფრით ვერ გავიხსენებ იმ 10 შემსრულებლის სახელს, რომლებიც წინა დილას აღმოვაჩინე და რომელთა ალბომებსაც წინა საღამოს ვუსმენდი. ხშირად ერთმანეთისგან გარჩევა მიჭირს ამ ჯგუფების იმდენად ერთნაირები და ერთფეროვნები არიან. ეს ყველაფერი საბოლოოდ ძალზედ დამღლელი ხდება. myspace მუსიკოსების რაოდენობა დღეს იმდენად დიდია, ისე დაიხვეწა მუსიკის კეთების კულტურა დღევანდელ სამყაროში, ისეთი ადვილი გახდა კარგი, ხარისხიანი მუსიკის გაკეთება, რომ ეს ყველაფერი რაღაც კონვეერს ემსგავსება და შიზოფრენიულად გადარბის ხოლმე თვალწინ ათასობით კადრი მუსიკოსების სახელებით, სიმღერებით, ალბომებით, დისკების გაფორმებით. ყველა კარგია, ყველა საინტერესოა, ყველა ინდია, ყველა კონცეპტუალურია და მოკლედ ყველა თავისას ატრაკებს და ღირს მისი მოსმენა, მაგრამ ბოლოს მაინც ნერვები მომეშლება ხოლმე და თითქოს თავდაცვის მიზნით რაღაც ძველს და ნაცნობს ჩავრთავ. ამ მუსიკოსების შიზოფრენიული სირბილის ფონზე იშვიათად თუ გამოჩნდება სახელი, რომელიც ცოტა მეტ ყურადღებას იმსახურებს და რომლის მუსიკაც ცოტა შინაარსიანია.
და არა მარტო მუსიკაა ერთფეროვანი, თბილისში დღეც ბუნებრივია ერთფეროვანია და სახლში რომ ვბრუნდები კომპიუტერთან ისევ ის გაყავისფრებული ჩაის ჭიქა მხვდება, დილით, რომ დავტოვე მაგიდაზე და შიგნით ცივი ჩაი, რომ არის შემორჩენილი. მეც ახალი ჭიქით ახალი ჩაი შემომაქვს ოთახში და დილით ნაპოვნი მუსიკის დათვალიერებას ვიწყებ,
იმ იმედით, რომ ჩემს საღამოს აზრს მისცემს რომელიმე ალბომი და რომელიმე მუსიკოსი. ერთ საღამოსაც ისლანდიელი Mikael Lind – ი ვიპოვე დილით გადმოწერილ მუსიკაში და მოვისმინე. მოვისმინე მისი 2009 წლის ალბომი ერთხელ, ორჯერ, შემდეგ დავინტერესდი ვინაა ეს Mikael Lind, შემდეგ იქნებ რამე სხვაც ვიპოვო და გადმოვწერო მეთქი, ვიფიქრე, შემდეგ იქნებ ვიდეოებსაც ვუყურო მეთქი – გამიელვა აზრმა და ბოლოს მოვიდა აზრი – მე რომ ვუსმენ ხო კაი და იქნებ სხვებსაც მოვასმენინო და რადიოველოსიპედზე ავაჭრიალო Lind-ის მუსიკა.
დავიწყოთ იმით თუ ვინ არის ეს Lind. როგორც უკვე ვთქვი ისლანდიელია (თუმცა ზოგან წერია რომ შვედია და ზოგან რომ ისლანდიელია და ზუსტად არ ვიცი, შემიძლია ვივარაუდო რომ დედა ჰყავდა შვედი მამა კი ისლანდიელი ან პირიქით შვედი ისლანდიელი და დედა მამა ჰყავდა), მამრობითი სქესისაა და მუსიკოსია. მმმმმმ მმმმმეტი მგონი არაფერი ვიცი მასზე. მინდოდა მიმეწერა სპეისზე, ძალიან მომწონს შენი მუსიკა – იქნებ რამე მითხრა მეთქი შენს შესახებ, მაგრამ დიდი მადლობა ქართულ ინტერნეტს არაფერი გამოვიდა. ასე რომ შევეცდები დამოუკიდებლად ვიბოდიალო მის შესახებ. ბიოგრაფიული ცნობების შეთხზას არ დავიწყებ და მუსიკაზე გადავერთვები. ახლა უკვე Mikael Lind – ის მესამე ალბომს ვუსმენ და ძალიან მომწონს მისი საუნდი. ეს არის ელექტრონულ-აკუსტიკურ-ნეოკლასიკური ჟღერადობა, ლამაზი toy მელოდიებით და კარგი გლიჩებით ძალიან მაღალ და ძალიან დაბალ სიხშირეებში. 2009 წლის Islandsmusik-ში ორკესტრის არანჟირებაცაა გამოყენებული და უფრო დიდი აქცენტია გაკეთებული კლასიკურ მუსიკაზე ვიდრე სხვა ალბომებში. Lind-ი კარგად ახერხებს არ გადატვირთოს თავისი მუსიკა ზედმეტად ძლიერი რითმებით, გლიჩებით, ელექტრონული ეფექტებით და ცდილობს მინიმალურად გართულებული მუსიკისაგან რაც შეიძლება მეტი მიიღოს.
ეს კარგად გამოსდის – მუსიკა სწორ, ზუსტ განწყობას იჭერს, გააზრებული და მიზანმიმართულია და სასიამოვნო მოსასმენი ხდება. მაინც და მაინც განსაკუთრებულ ორიგნიალობას ვერ დავაბრალებ Lind-ს, მაგრამ ფაქტია,რომ ელექტრონულ-ემბიენთ-Fოლკტრონიკ-ნეოკლასიკ ტენდენციებში ის კარგად ზის და ახერხებს აკეთოს მარტივი კარგად მოსმენადი თანამედროვე მუსიკა. 2004 წლის after summer comes fall თავიდან ბოლომდე idm ექსპერიმენტია და როგორც თვითონ ლინდი ამბობს უნდოდა ცივი ელექტრონული ჟღერადობა გაეთბო, რამდენად გამოუვიდა ეს სხვა საკითხია, მგონი ბოლომდეც ვერ მოახერხა ელექტრონიკის გათბობა და სხვა შემსრულებლები ამას უკეთესად აკეთებენ. Islandsmusik (რომელიც ალბთ მიხვდით მომავალი წლის იანვარში გამოდის) სულ ახალ, განსხვავებულ საუნდს ატარებს და უფრო ახლოსაა იმასთან რისი გაკეთებაც ლინდს უყვარს, ხელოვნური ექსპერიმენტებისათვის თავის დანებება და მუსიკის საკუთარი სურვილების, ინტერესების მიხედვით კეთება ყოველთვის უკეთეს შედეგს იძლევა მგონი და ძალიან ლამაზი ალბომი მივიღეთ.
ხომ დისკი 2009 წელს გამოდის და გეტყოდით ეს გადაწერეთ მოისმინეთ მერე წაშალეთ და წადით CD იყიდეთ მეთქი, მაგრამ ისა….. ხო…. საქართველოვ
გამოყენებული ნახატებიც ლინდს ეკუთვნის
ეს ვიდეოები ნახეთ კაია, თან last.fm-ის სტრიმი კარგად მუშაობს ამ ბოლო დროს, ასე რომ პრობლემა არ არის, ორივე ვიეოში სხვადასხვანაირ ლინდს ნახავთ
ვიდეოების გარდა last.fm-ზე ერთი ალბომი და ერთი EP დევს ლინდის free downloadბით და სეგიძლიათ გადმოწეროთ
Mikael Lind – After Summer Comes Fall (album free download on last.fm)
Mikael Lind – Klockslaget EP (album free download on last.fm)
ალბომის გაფორმება არ მაქვს, შეიძლებ ჯერ არც დამზადებულა საერთოდ ამიტომ ტრეკლისტით დაკმაყოფილდით
Mikael Lind – Islandsmusik
year: 2009
label: _____
genre: ambient, contemporary classical, electronica, glitch
#01] Music for Canham
#06] Í eldgömlu húsi
#07] Bokorm
#08] Spuni (improvisation)
#08] Vinterbarock
#09] An army of dancing puppets
password:radiobicycle